პროფესია – იურისტი , ამ სიტყვებით თითქმის ყველაფერია ნათქვამი, თუმცა ცოტა ადამიანი თუ ხვდება, რეალურად რა იმალება ამ პროფესიის უკან, რა უპირატესი თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რა არის ის უნარები, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის. მე, როგორც რიგითმა იურისტმა, გადავწყვიტე, გაგიზიაროთ საკუთარი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რატომ არიან ისინი განსხვავებულები.
http://www.youtube.com/watch?v=W5S-UgIa44I
Thursday, December 13, 2012
მოსამართლე
საქართველოს კანონმდებლობით, საერთო სასამართლოს თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსამართლე ხელშეუხებელია. მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საპროცესო კანონმდებლობით.http://www.youtube.com/watch?v=WhIU_juRew8
ჯარისკაცი
http://www.youtube.com/watch?v=iIyM6Rc4syoსურვილი იმისა რომ ყოფილიყავით ყველაზე ძლიერი მებრძოლი თითქმის ყველა თქვენგანს გაგჩენიათ ბავშვობაში, ჯარისკაცის პროფესია ძალიან საპატიო, თუმცა სახიფათო პროფესიაა, რომელიც დიდ თავდადებასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ კინოინდუსტრიის, მედიის მამათქვენის, მეზობლის თუ სხვათა გავლენით აღფრთოვანებულ პატარებს ამაზე ალბათ არც გიფიქრიათ)). მარტო სურვილი გახდე ჯარისკაცი, მიხვიდე და ეგრევე ჩაეწეროთ არმიაში არ კმარა,(ნუ მაღალ ანაზღაურებად სამსახურზე ლაპარაკიც ზედმეტია) ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მონაცემებთან ერთად საჭიროა დიდი მოთმინების უნარიც გაგაჩნდეთ. მეტი ფილოსოფიით თავს არ შეგაწყენთ და ახლა მე მინდა მოგითხროთ დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ზუსტად ასახავს ჯარს და მასთან დაკავშირეებულ სირთულეებსაც ეს ფილმი ტელეკომპანია საქართველოს დაკვეთით გადაიღო შალვა შენგელმა, ალბათ ბევრ თქვენგანს ნანახიც ექნება, მაგრამ რატომღაც ეს ფილმი ფართო მაშტაბით არ გაუშვეს, რაზედაც მე პირადად გული დამწყდა((
ფილმმა “უცნობი ჯარისკაცები” ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
ექიმი
http://www.youtube.com/watch?v=Bn8bmkmSyHI
ექიმთა სწავლების სისტემბა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. თუმცა, როგორც წესი, სტუდენტი ორი ან სამი წელი სწავლობს მედიცინას, მერე კი, ამდენივე ხნის განმავლობაში პაციენტებთან გადის პრაქტიკას. ამის შემდეგ, იგი რამდენიმე წელს უთმობს მედიცინის იმ ვიწრო სფეროს შესწავლას, რომელშიც სურს, რომ დახელოვნდეს.
არსებობს ექიმთა ორი ძირითადი ჯგუფი — ოჯახის ექიმი, ანუ ფართო პროფილის თერაპევტი და სპეციალისტი. თუ ადამიანი ავად გახდა, ჯერ თერაპევთან მიდის, რომელიც სნეულების დიაგნოზ სვამს და წვყეტს თვითონ უმკურნალებს პაციენტს, თუ ვიწრო სპეციალისტთან გაგზავნის. ექიმი სპეციალისტები ჩვეულებრივ, საავადმუოფოში მუშაობენ. მათ მრავალ სფეროში შეუძლიათ დახელოვნება, მათ შორის — ქირურგიაში, პედიატრიაში(ბავშთა ექიმი), გერონტოლოგიაში (მოხუცთა ექიმი) და მრავალი სხვადასხვა დაავადების მკურნალობის სფეროში.
პოლიტიკოსი
Subscribe to:
Comments (Atom)


.jpg)

