Thursday, December 13, 2012
მოსამართლე
საქართველოს კანონმდებლობით, საერთო სასამართლოს თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსამართლე ხელშეუხებელია. მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საპროცესო კანონმდებლობით.http://www.youtube.com/watch?v=WhIU_juRew8
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment